ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

4 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ასამდე სოციალურად დაუცველმა პირმა გამართა აქცია. ისინი თავშესაფარსა და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნები შემდეგი იყო:

„დაგვიბრუნდეს ბანკების იპოტეკარების მიერ უსამართლოდ მითვისებული  ბინები.“

შეწყდეს გაჭირვებული ხალხის დევნა, რომ არ მოხდეს სტუდენტური ამბოხი.“

„მოხდეს სოციალური საცხოვრებლის პროგრამის დამუშავება.“

რადიო თავისუფლება გვატყობინებს: „სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია ამბობს, რომ აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას მიაღწიეს. სოციალურად დაუცველი პირები თავიანთ მოთხოვნებს უფრო დეტალურად ჩამოაყალიბებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ისევ განახლდება.“

სამწუხაროდ დაპირება დიდ იმედებს ვერ იძლევა, მაგრამ იმედია რაიმე შედეგს მაინც გამოიღებს დღევადნელი აქცია. მინიმუმით დაკმაყოფილებას არავინ აპირებს! თუ კი სასურველ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ უნდა გაგრძელდეს აქციები. აუცილებლად უნდა შევადგინოთ პეტიცია და ხელმოწერები. ზუსტად ახლაა ჩვენი მოქმედების დრო!

აქციის ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

Leave a comment