პრეზიდენტი დასასვენებლად გაემგზავრა / საპატრიარქო იტყუება

Mikheil-Saakashvili_142

ვემსახურები საქართველოს

როცა ადამიანები ჩვენ გვერდით შიმშილით იხოცებიან, შეგიძლიათ იხილოთ თუ რას აკეთებს ამ ფაქტის აღსაკვეთად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საპატრიარქო. სახელმწიფო სტრუქტურებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგანაც მთავრობას ურჩევნია პრეზერვატივებზე (საკმაოდ ინტიმური თემაა) და ჩოხა-ახალუხზე (თუ ჭეშმარიტი ქართველი ხარ, ვერ წახვალ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ) ილაყბოს.

დღეს ბატონი მიხეილი თავის ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავიდა! – იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი. Continue reading

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

4 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ასამდე სოციალურად დაუცველმა პირმა გამართა აქცია. ისინი თავშესაფარსა და ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მომიტინგეების ძირითადი მოთხოვნები შემდეგი იყო:

„დაგვიბრუნდეს ბანკების იპოტეკარების მიერ უსამართლოდ მითვისებული  ბინები.“

შეწყდეს გაჭირვებული ხალხის დევნა, რომ არ მოხდეს სტუდენტური ამბოხი.“

„მოხდეს სოციალური საცხოვრებლის პროგრამის დამუშავება.“

რადიო თავისუფლება გვატყობინებს: „სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია ამბობს, რომ აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას მიაღწიეს. სოციალურად დაუცველი პირები თავიანთ მოთხოვნებს უფრო დეტალურად ჩამოაყალიბებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ისევ განახლდება.“

სამწუხაროდ დაპირება დიდ იმედებს ვერ იძლევა, მაგრამ იმედია რაიმე შედეგს მაინც გამოიღებს დღევადნელი აქცია. მინიმუმით დაკმაყოფილებას არავინ აპირებს! თუ კი სასურველ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ უნდა გაგრძელდეს აქციები. აუცილებლად უნდა შევადგინოთ პეტიცია და ხელმოწერები. ზუსტად ახლაა ჩვენი მოქმედების დრო!

აქციის ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

საცხოვრებელი ყველას (!)

ორმოცამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს უკვე ორი კვირაა ათონელის ქუჩაზე ყოფილი 68-ე სკოლის შენობა აქვს დაკავებული. ისინი საცხოვრებელი ფართებით უზურუნველყოფას მოითხოვენ. სოციალურად დაუცველების უფლებების დაცვისთვის ლაბორატორია 1918-მა უკვე ჩაატარა სოლიდარობის რამდენიმე აქცია, მათ შორის ქალაქ თბილისის მერიასთან, თუმცა უშედეგოდ. როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემის მოგვარება ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. დრო გადის, ეს ადამიანები თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად ისევ სიცივესა და სიბნელეში სხედან.

დღეს იაშვილის #4-ში გამაგრებულ ქალს გარდაეცვალა ბავშვი. თუ რა ვითარებაში და რა მიზეზით მოხდა ეს საზარელი ამბავი ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ხვალ 2 საათზე იგეგმება საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, დიდუბის ავტოსადგურის წინ. 

ხვალ ვისაც შეგიძლიათ ყველანი წამოდით აქციაზე. მთავრობას როგორმე ხმა უნდა მივაწვდინოთ, ვაჩვენოთ სამოქალაქო სოლიდარობა, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა თუ რა შეგვიძლია. გაიგეთ, რომ სახლში ჯდომით ვერაფერს შეცვლით, ქმედებით უნდა მოვნიშნოთ ჩვენი პოზიცია და აზრი. 9 წელი ტყუილში ვიცხოვრეთ, ჩამოვყალიბდით წარმატებულ კონფორმისტებად. გინდათ, რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩეს, როგორც იყო? არაფრის შეცვლას არ აპირებთ ამ დაწყევლილ ქვეყანაში?

გამოდით სახლებიდან, უნდა მოვედოთ ქუჩებს და ქალაქებს. უთქვენოდ არაფერი გამოვა. სანამ ეს ადამიანები შიმშილით იხოცებიან სათითაოდ, მანამ გავანძრიოთ ხელი და ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ პირნათლად.

ჩვენ ვართ ხალხის ხმა! 

წყარო: Georgian Activism / ივენთის ბმული!

რადიაციული კლუბი / ZurGi (acoustic)

ყდა

რადიაციული კლუბი“-ს წიგნის პრეზენტაცია ფესტივალი – რესტორაცია დივანში (ტაბიძის ქუჩა 3/5 ). წიგნის საპრეზენტაციო ფასი იქნება 5 ლარი.

რადიაციული კლუბის ოფიციალური გვერდი!

დასაწყისი 19 საათზე, დასწრება თავისუფალია! საღამოს მერე დაუკრავს „ZurGi” აკუსტიკური პროგრამით.

ისინი ძალიან ჰგვანან თავიანთ ტექსტებს – გაჩეჩილები, უწესრიგოები, გამომწვევები. ასეთია „რადიაციული კლუბი“, რადიაციული სამება: გეგა აბულაძე (მღვდელი), მარი აპათია (მონაზონი), ირაკლი კირკიტაძე (დიაკვანი). მეტსახელებიც თითქოს რაღაც დე(კონ)სტრუქციის მიზნით შეურჩევიათ – ეს სასულიერო იერარქიები ხომ თანამედროვე ურწმუნო საზოგადოების მთავარი ფეტიშია. პოეზია კი (მით უმეტეს, სოციალური პოეზია) სწორედ ამ მთავარ ფეტიშებზე, „გენერალურ სურვილებზე“ დაგეშილი სეტერია.
მართალია, ეს ტექსტები დაწმენდილი არაა, პლეონაზმებისგანაც გამოსათავისუფლებელია და პოეტიკის ზოგი სხვა ნიუანსიც თითქოს გვერდზე რჩება, მაგრამ ეს, ამავე დროს, მისი დადებითი მხარეა. აქ აკადემიური არგუმენტები არ გამოგვადგება – უნდა შევთანხმდეთ, რომ პანკ–მუსიკას კლასიკური ოპერის სტანდარტებით არ განვიხილავთ, ხოლო ბიბლიას – რეცეპტების წიგნის მიხედვით. ეს პროტესტის ენაა, სოციალური პოეზია, რომელსაც დაწმენდილ–ქოჩორგადაწკეპილი პოეტები კი არა, განაწყენებული, გაბრაზებული პოეტები ქმნიან, ისინი „სწორად“ არ წერენ, ისინი პრიციპულად „არასწორად“ წერენ.
ერვინ პანოვსკი წერს: „კლასიკური გემოვნება მოითხოვდა, რომ მხატვრული ყოფილიყო როგორც პირადი წერილები და ოფიციალური დისკურსები, ისე გმირთა ფარები, მაშინ, როცა თანამედროვე გემოვნება მოითხოვს, რომ როგორც არქიტექტურა, ისე საფერფლე, იყოს ფუნქციური.“ სწორედ ამას ვგულისხმობდი „დადებით მხარეში“ – რადიაციულ პოეზიას აქვს „ფუნქცია“, ყოველ შემთხვევაში, გამოკვეთილი სურვილი, გაწერილ–გაანგარიშებულ რუტინაში ბზარი შეიტანოს.
და მე ვისურვებ, ეს ბზარი რაც შეიძლება დიდი იყოს.

პაატა შამუგია

ალენ გინზბერგი – გამოუქვეყნებელი ჰაიკუები

allen-ginsberg

მთარგმნელი: ირაკლი კირკიტაძე

სვამ ჩემ ჩაის უშაქროდ,

არანაირი განსხვავება.

 

ბეღურა დაფრინავს ზემოდან ქვემოთ,

აჰ, ჩემი ტვინი და ყვერები.

 

ვეძებ ჩემ მკლავს ზემოთ,

ზურგი მთლიანად დაფარულია

ალუბლის ყვავილებით.

Continue reading

გაბუზებული საქართველო (პოლიტიკური მსხვერპლი)

გარშემო ნაბიჭვრები

 

დღევანდელი მკვლელობა (ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ, 10 თვის ბარბარე რაფალიანი დამხრჩვალი იპოვეს ქვევრში), რომელიც არაფერია სხვა, თუ არა ავადმყოფური გამოვლინება. ვინ ავლენს ბოროტ ნებას? ამ ეტაპზე რთულია საუბარი (როცა გამოძიება ჯერ ფაქტიურად არც დაწყებულა) კონკრეტულ თემაზე, მაგრამ არის გასამიჯნი და კარგად გასაანალიზებელი ფაქტები.

Continue reading